Wednesday, June 29, 2016

ტრენინგის მე-6 დღეს გადავავლეთ თვალი განვლილ მასალას და გავაკეთეთ ზეპირი რეფლექსია. განვიხილეთ დღის გეგმა.დავიწყეთ გეგმის მიხედვით მუშაობა პრეზენტაციაზე. შევქმენით სლაიდ-შოუ და ავტვირთეთ ბლოგზე. საკმაოდ საინტერესო დღე გვქონდა.

Tuesday, June 28, 2016

ტრენინგის მე-5 დღეს თვალი გადავავლეთ განვლილ მასალას. გავიხსენეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებები. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები ცალცალკე და შევავსეთ შეფასების გეგმის  ცხრილი. გავეცანით შეფასების მსვლელობის ეტაპებს. გავეცანით მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების ფორმას.დღემ სკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა.

Monday, June 27, 2016

მეოთხე დღე

გადავავლეთ თვალი განვლილ მასალას.განვიხილეთ პროექტის მიზნები და შედეგები.განვიხილეთ  საკვანძო კითხვები.თემატური კითხვებიდან გავედით ზოგად კითხვებზე და შემდეგ შინაარსობრი კითხვებზე.ამომწურავი პასუხები მივიღეთ კითხვებზე ტრენინგის  ხელმძღვანელისგან.

Sunday, June 26, 2016

მესამე დღე
დავასახელეთ პროექტის სახელწოდება.განვიხილეთ პროექტი.დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება.მოვიძიეთ საგნობრივი სტანდარტები რომლებიც შენახული გვქონდა ჩვენს საქაღალდეში კერძოდ კურსის რესურსებში.მოკლედ დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა

Friday, June 24, 2016


რეფლექსია


ინტელის ტრენინგის  პირველ დღეს შევქმენით პორთფოლიო.მოვიმარაგეთ დამხმარე მასალები.განვიხილეთ რას მოიცავს პროექტი.გადავხედეთ რესურსებს. მეორე დღეს  ვიმუშავეთ ბროშურის შექმნაზე.შევქმენით ჩვენი ბროშურა.ვისაუბრეთ პროექტების დაგეგმვაზე.და საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა დღემ